www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების რუბრიკის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: SS.ge
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"პალიტრა ჰოლდინგი"-ს შვილობილი კომპანია "ss.ge" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების რუბრიკის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

"SS.ge" არის განცხადებების პორტალი, რომელიც რამდენიმე კატეგორიისგან შედგება: უძრავი ქონება, დასაქმება, მარკეტი, ავტო, მომსახურება და ფინანსები.

"ss.ge" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების მიმართულების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სტრატეგიის შემუშავებასა და პროექტის დაგეგმვაში, უზრუნველყოფს დასახული ამოცანების შესრულებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კატეგორიის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ჩართულობა;
** ახალი ფუნქციონალის დანერგვა;
** პროდუქტების განვითარებაში ჩართულობა;
** ტექნიკური ხარვეზების პოვნა, აღმოფხვრა, ტესტირება;
** დამუშავებული/დასამუშავებელი პროდუქციის რეპორტინგი;
** ვებ-ანალიტიკა;
** ჩართულობა სხვა მარკეტინგულ/დიჯითალ აქტივობებზე საიტის განვითარების კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის.
** პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ #49.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |