www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი
მომწოდებელი: სასტუმრო შერატონი ბათუმი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"სასტუმრო შერატონი ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტის თანამდებობაზე.

თანამდებობის მიზანი:

ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული პიროვნება პასუხისმგებელია ტექნიკური დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაზე. ზოგადად ეს გულისხმობს მთელი სასტუმროს უზრუნველყოფას ყოველგვარი აპარატურით: მათ შორის მატერიალური სამშენებლო სტრუქტურით, მაღალი ხარისხის მექანიკური, ელექტრო და გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემებით დაგეგმილი პროფილაქტიკური მომსახურების პროგრამების შესაბამისად. ტექნიკური განყოფილებაზე სრული პასუხისმგებლობის აღება მთავარი ინჟინრის არყოფნის დროს.

ძირითადი ფუნქციები

** რეგულარული შემოწმებების მოწყობა, სასტუმროსა და სპას მაღალი ხარისხის ტექნიკური, ელექტრო და გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემებით და მასთან დაკავშირებული ყველანაირი სახის სხვა აპარატურით უზრუნველყოფა
** შიდა აპარატურის სრულყოფა საყოველთაო შეკრების ადგილებში, სათათბირო დარბაზებში, გასასვლელებში, დაწესებულების უკანა ტერიტორიაზე და გარე ტერიტორიებზე. სასტუმროსა და სპას ტერიტორიაზე ნებისმიერი დაზიანებული აპარატურის შეკეთება და ტერიტორიის განახლება
** ტექნიკურ დეპარტამენტში მთლიანად პერსონალზე პასუხისმგებლობა, ინჟინრების, სანტექნიკოსების, მღებავის, დურგლის და სხვა, დახმარება, განვითარების, მეთვალყურეობის და დისციპლინის მიმართულებით
** მაღალი დონის ენერგო მმართველობა და პროფილაქტიკური მომსახურების პროგრამების უზრუნველყოფა. სხვა მმართველობითი დეპარტამენტებისთვის სპეციალური ტრენინგის ჩატარება რათა აღნიშნული აპარატურა უსაფრთხოდ იქნეს გამოყენებული
** მთავარი ინჟინრის ინფორმირება მიმდინარე პროცესების, შენობის სტრუქტურის კერძო და საერთო მდგომარეობის, მასთან დაკავშირებული სისტემებისა და აპარატურის შესახებ რომელიც დიდ სიფრთხილეს საჭიროებს, ასევე რენტაბელური შემოთავაზებების თაობაზე ამ სისტემების უზრუნველსაყოფად
** ინფორმაციის მიწოდება კომპიუტერის მეშვეობით და საჭირო ანგარიშის წარმოება

გარდა ზემოაღნიშნულისა ამ თანამდებობაზე დანიშნულმა პიროვნებამ უნდა შეასრულოს ქვემოთ მოცემული დამატებითი ფუნქციები:

მნიშვნელოვანი დავალებები:

** ინიციატივების წამოყენება ნებისმიერ დროს
** პროფილაქტიკური მომსახურების პროგრამების დაგეგმვა და უზრუნველყოფა შენობისთვის.
** მთავარი ინჟინრის არყოფნის დროს ტექნიკურ ფუნქციონირებაზე სრული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, გადაწყვეტილებების მიღება და კომუნიკაცია სხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სრულყოფილი მომსახურების უზრუნველსაყოფად
** გუნდის მოტივირება და სასტუმროს პოლიტიკისა და მომსახურების პრაქტიკის გაუმჯობესების გზების ძიება
** მაღალი ხარისხის ტექნიკური მომარაგების სისტემის უზრუნველყოფა
** ზუსტი ჩანაწერების სრულყოფა და უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში წასაკითხად, ტრენირებისა და სამუშაო ცხრილებისთვის
** სექციის პერსონალისა და თანამშრომლების მეთვალყურეობა და კონტროლი, მოვალეობათა სრულყოფილი შესრულება, მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო სამუშაო პროცედურების უზრუნველყოფა

სპეციფიკური სამსახურის ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები

** ინგლისურ ენაზე წერის, კითხვის, საუბრისა და გაგების უნარი
** კარგი კომუნიკაციური ზეპირი და წერითი უნარ-ჩვევები
** ყველა სახის მექანიკური აპარატურის, მაცივრის, მადუღარას, წყლის გამწმენდი მოწყობილობის და გასაცივებელი აპარატურების სრულყოფილი ცოდნა
** წყალსადენი სისტემის, ელექტრო სისტემის, წყლისა და გაზის დანადგარების სრულყოფილი ცოდნა
** ოფისის პროცედურების გამოცდილება, მასალების შეკვეთა, ხარჯთაღრიცხვის ჩაწერის სისტემა, მშენებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი კანონმდებლობის, ნაგებობების მშენებლობისა და გეგმის შედგენის გამოცდილება
** კარგი კომპიუტერული უნარ-ჩვევების ქონა
** პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სამსახურებრივი ცოდნა, ასევე ხელფასთან, სამუშაო საათებთან და სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა

ფიზიკური მოთხოვნები:

ამ თანამდებობაზე დანიშნული პიროვნება შესაძლოა აღმოჩნდეს მრავალი საფრთხის წინაშე რის გამოც უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარები: მექანიკური ნაწილების, ელექტრობის გადაადგილების, ხე-ტყესა და მაღალ ადგილებზე მუშაობის, დიდ სიცხეში მუშაობის ან ქიმიურ ნივთიერებებთან ურთიერთობის უნარი და აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვაგვარი ფიზიკური მდგომარეობა. ზემოაღნიშნულ სიტუაციებში აუცილებელია შესაბამისი თავდაცვითი ტექნიკისა და აპარატურის გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება, საინჟინრო ან ელექტრო მიმართულებით
** გამოცდილება: მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება სასტუმრო სფეროში, ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ia.bedinadze@sheraton.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |