www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ვინუმი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

სასტუმრო "ვინუმი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მიმღების/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ვაკანსიების რაოდენობა: 2
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 45 ლარი ხელზე თითო ცვლაზე (ღამის ცვლის ადმინისტრატორი)

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა მომსახურების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

მოთხოვნები:

** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია Booking.com და სხვადასხვა ჯავშნის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენებზე, ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hotelvinum.info@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |