www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას, სამშენებლო მასალების წარმოებას და ა.შ ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სხვა სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: ჯგუფის მასშტაბით ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის სისწორის კონტროლი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის აუდიტში ჩართულობა თითოეულ კომპანიაში;
** ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის შემოწმებაში და საგადასახადო რისკების შეფასებაში ჩართულობა;
** მიღებულ შედეგებზე რეპორტების მომზადება, წერილობითი რეკომენდაციების გაცემა და მათი მონიტორინგი;
** ჯგუფის კომპანიებში ბუღალტრების მიერ, აღრიცხვის წარმოების პროცესში წარმოშობილ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის მომზადების პროცესში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული გზების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების განხრით;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის/გადასახადების მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძვლების ცოდნა;
** სასურველია პროგრამების 1C, ორისის ცოდნა;
** Microsoft excel კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის უნარი

მოხარული ვიქნებით, რომ შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ და ხალისიან გუნდს. გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gig.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |