www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Retail Group Georgia
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

საერთაშორისო ჯგუფის - Alhokair-ის წევრი "Retail Group Georgia" 20-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Bershka, Pull & Bear, Stradivarius, KIKO Milano, Aldo, Oysho, Zara Home, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sergent Major, Ipekyol, Monsoon და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი მოლში, სითი მოლში საბურთალოზე, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.

პოზიციის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი სრულ ან ნახევარ განაკვეთზე.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი:

** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი (2 დღე დასვენება)
** ანაზღაურება: 900 ლარი დარიცხული (ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი)

ნახევარი განაკვეთი:

** სამუშაო საათები: კვირაში მინიმუმ 20 საათი
** ანაზღაურება: 650 ლარი დარიცხული (ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი)

განსახორციელებელი საქმიანობა:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
** კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური და აქტიური;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კორპორატიულ დაზღვევას
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cvgeo@fahretail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თქვენთვის სასურველი პოზიციის მიხედვით: გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე ან გაყიდვების კონსულტანტი ნახევარ განაკვეთზე. ასევე სასურველი ლოკაცია (სითი მოლი საბურთალოზე, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი ან მერანი მოლი).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |