www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Retail Group Georgia
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

ცნობილი საერთაშორისო ჯგუფის - Alhokair-ის წევრი "Retail Group Georgia" 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Bershka, Pull & Bear, Stradivarius, Kiko Milano, Aldo, Oysho, Zara Home, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sergent Major, Parfois, Accessorize, და ა.შ.

დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი მოლში, სითი მოლში საბურთალოზე, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.

კომპანია "Retail Group Georgia" აცხადებს ვაკანსიას IT ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (სითი მოლი საბურთალოზე, ისთ ფოინთი, თბილისი მოლი)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა;
** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, კონფიგურაცია, პრობლემის დიაგნოსტიკა, გამართვა;
** თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური და პროგრამული პრობლემების მოგვარებაში
** ინციდენტებზე რეაგირება/ინფორმირება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით
** ფილიალის ან ცალკეული დეპარტამენტის ტელეფონის, ვიდეოკამერის, ქსელის, მეილის და ა.შ გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** შემოსული საკითხების მიღება, დამუშავება და ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიღებული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია IT მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე სასაუბრო)
** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე სასაუბრო)
** Windows, XP/7/10
** Basic MikroTik configuration (DHCP, PPPOE, NAT)
** Basic Cisco Configuration (VLAN, Trank…)
** Unify, VOIP
** TCPLIP protocols
** IOS, MAC OS
** Hardware/Software Troubleshoot
** CCNA სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი
** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დროის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კორპორატიულ დაზღვევას
** სატელეფონო ლიმიტს

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hrgeo@fahretail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "IT ოფიცერი".

კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |