www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი იურისტი, დირექტორის მრჩეველი
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტისა და დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე; შაბათი 11:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე;
ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე + ერთჯერადი ბონუსები + (ფიქსირებული ხელფასის ზრდა 15%-ით ყოველი 6 კალენდარული თვის შემდეგ) + ყოველი წლის ბოლოს ერთჯერადი ბონუსი (კომპანიის მოგების 10%).

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) შედგენა და ანალიზი.
** კომპანიის კორპორატიული კლიენტებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
** სასამართლოში და არბიტრაჟი კლიენტების წარმომადგენლობა და ადვოკატირება.
** მოლაპარაკებების და კორესპონდენციების წარმოება კორპორატიულ კლიენტებთან.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება.
** ნებართვების და ლიცენზიების მოპოვება.
** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებში მონაწილეობა.
** ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაში მონაწილეობა
** ქ. თბილისში, ქ. ბათუმში და ქ. ქუთაისში მოკლე ვადიანი მივლინებები (იგულისხმება მაქსიმუმ 2 დღე)
** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება)
** იურისტად ან ადვოკატად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა) (სტაჟიორად მუშაობა არ იგულისხმება)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სავალდებულოა)
** რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა)

ჩვენ გთავაზობთ:

** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** სამსახურეობრივი ხარჯების ანაზღაურება;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** კორპორატიული, კულტურული ღონისძიებები.
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |