www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის ასისტენტი მარკეტინგის და ადმინისტრაციულ დარგში
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე მარკეტინგის და ადმინისტრაციულ დარგში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე; შაბათი 11:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე;
ანაზღაურება: 800 ლარი ხელზე + ბონუსები (ერთჯერადი ბონუსი 10 %. ფიქსირებული ხელფასის ზრდა 10% -ით ყოველი 5 კორპორატიული მომხმარებლის მოზიდვის შემდეგ)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
** სამუშაო და საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვა და მათ განხორციელებაზე კონტროლი.
** გასული და შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და საკურიერო სამსახურთან კონტაქტი.
** სხვადასხვა სახის შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება.
** საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული დოკუმენტაციის თარგმანით უზრუნველყოფა;
** კომპანიის საკადრო ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მათ განხორციელებაზე კონტროლი.
** კომპანიის სერვისების პრომოუშენი კომპანიის სოციალურ ქსელებში.
** Live- ების ორგანიზება და წაყვანა.
** არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა და განახლება;
** მომხმარებლის მოზიდვა, მათი საჭიროების ანალიზი.
** მომხმარებლისთვის კომპანიის სერვისის გაცნობა.
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა.
** სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საქმიანობა;
** კომპანიის დირექტორის დავალებების შესრულება;
** საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე მივლინება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით) (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა;
** მართვის მოწმობა (სასურველია);

ჩვენ გთავაზობთ:

** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** სამსახურებრივი ხარჯების ანაზღაურება;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** კორპორატიული, კულტურული ღონისძიებები.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |