www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპორტის და პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზარზე შესაძლებლობის განსაზღვრა და გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
** პროდუქციის მიწოდების გზების და პერიოდულობის განსაზღვრა, საერთაშორისო გადაზიდვების ოპტიმალური გზების მოძიება და განხორციელება;
** ფასების სტრატეგიის შემუშავება კომპანიის მიზნებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით;
** ბაზარზე გამოცხადებული ტენდერების მოძიება, ანალიზი, შეფასება;
** სატენდერო წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადების მიზნით (დოკუმენტაციის შეგროვება და წარდგენა, ფასის შეთავაზება, ვაჭრობა, დაზუსტება, გარანტიები) საჭირო დოკუმენტაციის მოძიება და წარდგენა;
** ელექტრონულ პლატფორმებზე სატენდერო დოკუმენტაციის განთავსება, ვადების კონტროლი და ტენდერის სრული პროცესის მართვა;
** კლიენტების მოზიდვა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციური მომხმარებლის ინფორმირება ნოვას პროდუქტების შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება სწორი არხებით და ინტენსივობით;
** უზრუნველყოს გაყიდვების შედეგების პერმანენტული ანალიზი არსებული და მოსალოდნელი გაყიდვების შესახებ;
** შეკვეთის მიღება, გაფორმება და გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება;
** მისი საქმიანობის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** დიდი მოცულობის ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) მაღალ დონეზე;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
** რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B2-დონე)
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** ლიდერული თვისებები;
** გუნდის მართვის უნარი;
** ანალიტიკური უნარები;
** ინფორმაციის ფორმირების და ასევე ათვისების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
** სამუშაო გრაფიკი - სრული

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 დეკემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექსპორტის მენეჯერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |