www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი ვიდეორგოლების მოსამზადებლად
მომწოდებელი: პრევენცია პროგრესისთვის
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" აცხადებს კონკურსს ვიდეორგოლის მომზადებაზე.

"პრევენცია პროგრესისთვის (PFP)" წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა, ქალთა, უმცირესობებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებას.

გთხოვთ, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დამატებით ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://pfp.ge/.

PFP-ი ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის", რომელიც მიზნად ისახავს მარნეულში მცხოვრების ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, PFP-ი ხუთი ვიდეო რგოლის მოსამზადებლად იწვევს კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

თითოეული ვიდეორგოლის მომზადებისთვის ბიუჯეტი შეადგენს 300 ფუნტი სტერლინგის ექვივალენტს ლარში.

ვიდეორგოლი შესაძლოა მომზადდეს შემდეგი ფორმატით: ანიმაცია; სტანდარტული ვიდეორგოლი; შერეული სახით (ანიმაცია და სტანდარტული ვიდეორგოლი).

თემატიკა:

** ახალგაზრდების უფლებები;
** თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები და წესები;
** მარნეულში ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები;
** ეთნიკური/რელიგიური ჯგუფების და ქალთა საჭიროებები მუნიციპალიტეტში.

სცენარის, ქრონომეტრაჟის და სხვა დეტალების შეთანხმება მოხდება ფიზიკური პირის/კომპანიის შერჩევის შემდეგ, დამკვეთთან კონსულტაციის საფუძველზე.

ვიდეორგოლები უნდა მომზადდეს დეკემბრის თვეში და მიეწოდოს ორგანიზაციას ისეთ ფორმატში რომ შესაძლებელი იყოს მისი ონლაინ პლატფორმებზე გამოქვეყნება.

კონკურსში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს.

დაინტერესებულმა კომპანიამ/ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

** პორტფოლიო - ზოგადი ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, სადაც უნდა იყოს ასახული მისი გამოცდილება ამ სფეროში.
** CV (მხოლოდ ფიზიკური პირის შემთხვევაში);
** ფიზიკური პირის/კომპანიის მიერ დამზადებული ვიდეორგოლების ბმულები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება youtube არხზე (მაქსიმუმ 3).

გთხოვთ, განაცხადი გადმოაგზავნოთ ყველა საჭირო დოკუმენტაციით შემდეგ ელ.ფოსტაზე: preventionforprogress@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ "ვიდეორგოლების კონკურსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადის განხილვა ვერ მოხდება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ზემოაღნიშნულ ელ. ფოსტაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |