www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასოფლო სამეურნეო სპეცტექნიკის მიმართულების მენეჯერი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"ტრანსპორტერ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სოფლის მეურნეობის და სპეცტექნიკის მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკისა და სამებაღეო-სატყეო მიმართულებით მრავალი ბრენდის დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში. კომპანია თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში. ტექნიკასთან ერთად, "ტრანსპორტერი" ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. "ტრანსპორტერი" ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ ბრენდთან, მათ შორის: BRP (Bombardier Recreational Products), CFMOTO, KAWASAKI, KYMCO, GARDENA, HUSQVARNA და სხვ.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" სამ კომპანიას აერთიანებს, ესენია: Mountain Resort Solutions, Gardena Service და Transporter Service.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს: https://transporter.com.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** აწარმოოს ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** პროდუქტის პოზიციის ანალიზი ბაზარზე;
** სამომხმარებლო ბაზრის სამიზნე სეგმენტის იდენტიფიცირება;
** პროდუქტის პოპულარიზაციის გეგმის შემუშავება/განხორციელება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათ საჭიროებაში გარკვევა;
** სასოფლო-სამეურნეო და სპეცტექნიკის მომწოდებლებთან მუშაობა;
** შეთავაზების მომზადება და მომხმარებლისთვის წარდგენა;
** ტექნიკის სათადარიგო ნაწილების მარაგების შექმნა და ოპტიმიზაცია;
** სახელმწიფო და კერძო კომპანიების ტენდერებისათვის მომზადება და მონაწილეობა;
** ბაზარზე კონკურენტების კვლევა;
** მუდმივი სიახლეების, ტრენდებისა და ახალი მიდგომების ძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია სასოფლო-სამეურნეო/სპეც-ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სატრანსპორტო ტექნიკის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრეატიული;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@transporter.com.ge 2022 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სოფლის მეურნეობის და სპეცტექნიკის ბრენდ მენეჯერის.

"ტრანპორტერ ჯგუფი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |