www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფის-მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტის კახეთის რეგიონულ სამსახურში ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თელავი
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: 968 ლარი (ხელზე).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (eDocument) ოპერირება (კორესპონდენციის მომზადება, პასუხის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში, კორესპონდენციის ვადების შესრულების კონტროლი);
** მანქანა-მექანიზმების ყოველდღიური დისლოკაციის რეგიონული საინფორმაციო ბაზის წარმოება და მისი წარდგენა საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტში;
** 1C (ERP) პროგრამაში სახელფასო ტაბელების და მივლინების გენერირება;
** 1C (ERP) პროგრამაში საოფისე ინვენტარის და საკანცელარიო ნივთების მოთხოვნა, მათი საწყობიდან ადგილზე მიტანის უზრუნველყოფა;
** საარქივო დოკუმენტაციის მომზადება საქმისწარმოების სამსახურისთვის გადასაცემად;
** შეხვედრებისა და თათბირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, ასევე სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მომზადება;
** საკადრო და შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება, ფაილინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - პროფესიული ან/და უმაღლესი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (eDocument) მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საწარმოო რესურსების დაგეგმარების (ERP) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ბილინგის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook, Internet Explorer).

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გამართულად წერის უნარი (მათ შორის ელექტრონული მიმოწერა, ანგარიშების მომზადება);
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 11.12.2022. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Office Manager - Telavi".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |