www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

თეგეტას გუნდში ელექტრიკოსს ვეძებთ.

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. თეგეტას მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

გვჭირდება ელექტრიკოსი:

** რომელსაც აქვს დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სისხარტე

ფუნქცია-მოვალეობები:

** სათაო ოფისში და ფილიალებში ელექტრო გამანაწილებლების დათვალიერება და კონტროლი, დაზიანების შემთხვევაში შეკეთება;
** ფილიალებში და სათაოში ქსელის და დიზელ გენერატორების კონტროლი;
** სათაო ოფისსა და ფილიალებში ელ. გამანაწილებლების დათვალიერება და დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთება;
** ახალი ფილიალების ელ. ენერგიით და ინტერნეტით მომარაგება, კაბელების გათვლა, სანათების და სამონტაჟო მასალების რაოდენობის დათვლა და მონტაჟი;
** ფილიალებში და სათაოში დაზიანებული ნათურების, სანათების და დროსელების შეცვლა.

სასურველია: ელექტრო მოწყობილობების მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

იმედია მალე შევხვდებით,
საუკეთესო სურვილებით, თეგეტა
გამოაგზავნეთ განაცხადი

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=509



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |