www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მუშაკი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.

მომსახურება/პროექტი: მიუსაფარ ბავშვთა ცენტრი
დასაქმების ტიპი: კვირაში 40სთ. (100% -იანი დატვირთვა) სამუშაო დღეები განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელსაც დასაქმებული ეცნობა ყოველი თვის 01 რიცხვამდე. (შესაძლებელია სამუშაო დღედ განისაზღვროს შაბათი ან კვირა)
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით
ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, XX მ/ნი, მე-14 სახლის მიმდებარედ

სამუშაოს მიზანი:

** ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მოგვარება;
** მათი რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვის ცენტრში განთავსებისას დაუყოვნებლივ აღრიცხავს ბავშვის შესახებ მონაცემებს შესაბამის ჟურნალში. ავსებს ანკეტას (სარეგისტრაციო ფორმას). იმ შემთხვევაში თუ ბავშვი არ არის შემოყვანილი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკის მიერ, მისი შემოყვანისთანავე სატელეფონო საშუალებით ატყობინებს ინფორმაციას ახლად შემოსულ ბავშვზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკს და ცენტრის კოორდინატორს.
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოავლენს ბენეფიციარის ძალადობის შემთხვევას და ინფორმაციას დაუყოვნებლივ გადასცემს ცენტრის კოორდინატორს და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკს;
** ცენტრის მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად ადგილზე აფასებს ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტს და მოკვლეული გარემოებების შესაბამისად ინფორმაციას აწვდის ცენტრის კოორდინატორს;
** მოძალადის მიერ ბავშვთან კონტაქტის მცდელობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სააგენტოს უფროსი სოციალურ მუშაკის და ცენტრის კოორდინატორის (საჭიროების შემთხვევაში პოლიციის) დაუყოვნებლივ ინფორმირებას;
** იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ძალადობის ფაქტი, ცენტრის მულტიდისციპლინური გუნდთან და პროგრამის მენეჯერთან შეთანხმებით უზრუნველყოფს აღსაზრდელს ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარებით;
** სათანადოდ აღრიცხავს ცენტრში ძალადობის (მათ შორის საფუძვლიანი ეჭვის) ყველა ფაქტს და საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებს ცენტრში არსებულ შესაბამის ჟურნალში;
** აწარმოებს ბენეფიციართა შემთხვევას (პირად საქმეს);
** განსაზღვრავს ბენეფიციართა გადაუდებელ საჭიროებებს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური კუთხით და მომსახურებების მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად მოიძიებს ამ საჭიროებათა დაკმაყოფილების გზებს;
** ახორციელებს ბავშვის შეფასებას და მულტიდისციპლინურ გუნდსა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობით ამზადებს ინდივიდუალური მომსახურების გეგმას;
** აწარმოებს პროგრესის ჩანაწერებს ბავშვის შემთხვევასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის მიზნების შესრულებასთან მიმართებაში;
** აქტიურ მონაწილეობას იღებს ბავშვის პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციასა და მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში და აწვდის ინფორმაციას და მისთვის ხელმისაწვდომ დოკუმენტებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკს;
** მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად ამზადებს ბავშვს ზრუნვის გრძელვადიან ფორმაში გადასასვლელად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სოციალური მუშაკი (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია: რუსული და აზერბაიჯანული ენის ცოდნა).

პიროვნული მახასიათებლები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა;
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი;
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება;
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა (სასურველია: ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა);
** ემპათიური.

ჰონორარი/ ხელფასი: საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით.

განსაკუთრებული პირობები:

შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე კანდიდატი ეცნობა ორგანიზაციის "თანამშრომელთა შიდა წესებს და რეგულაციებს", შიდა პოლიტიკის დოკუმენტებს, როგორიცაა: "ქცევისა და ეთიკის კოდექსი", "ბავშვთა და მოწყვლად ზრდასრულთა უსაფრთხოების პოლიტიკა" და სხვ. (პოლიტიკის დოკუმენტები იხ ვებ გვერდზე https://caritas.ge). შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კანდიდატი ეთანხმება ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ყველა პოლიტიკის დოკუმენტს, შრომითი ხელშეკრულების პირობებს და სამუშაო აღწერით განსაზღვრულ თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელმისამართზე: tamar.sharashidzede@caritas.ge. გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია

"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |