www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვენეტო დიზაინი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

სარემონტო მასალების შოურუმი "ვენეტო დიზაინი" ფუნქციონირებს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის #38-ში. კომპანია ევროპის ქვეყნებიდან ახორციელებს პრემიუმ კლასის კერამიკული ფილების, უნიტაზების, ხელსაბანების, ნიჟარების, შემრევების, ონკანების, შპალერის, პარკეტის, აბაზანის, ტუალეტის და სამზარეულოს მოწყობილობების და აქსესუარების იმპორტს და რეალიზაციას.

"ვერონა ჯგუფი" თანამშრომლებს სთავაზობს პროფესიონალური ზრდის, კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობებს. ჩვენი კორპორატიული კულტურა დამყარებულია გუნდურობასა და ჰორიზონტალურ მმართველობაზე, ფუნქციათა გადანაწილების პირობებში.

პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზში განთავსებული პროდუქციის და კატალოგებით გათვალისწინებული არჩევანის ზედმიწევნით ცოდნა;
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სარეალიზაციოდ წარმოდგენილი და კატალოგებით გათვალისწინებული პროდუქციის შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
** მომხმარებლისთვის თავაზიანი და ეფექტიანი მომსახურების გაწევა;
** ინტერიერის დიზაინერებთან კომუნიკაცია, გრძელვადიანი პარტნიორული თანამშრომლობა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტაცია;
** გაყიდვასთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობა - ხელშეკრულების შედგენა, მონაცემების შეყვანა სისტემაში, სასაწყობე ნაშთების გადამოწმება, მიწოდების მონიტორინგი და ა.შ.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელი მოთხოვნაა საოჯახო პროდუქციის ან/და სარემონტო მასალების გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების ტექნიკის და სპეციფიკისა ცოდნა;
** დიზაინერებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საშუალოზე კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** აუცილებელია რიცხვითი შინაარსის ინფორმაციით ოპერირების უნარი.

სხვა მოთხოვნები: მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა.

დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა - ორი თვე (ანაზღაურებადი)
ყოველთვიური ანაზღაურება: 2000-4000 ლარი.

დაინტერესებულ პირებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათით 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sales@veneto.ge

გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი შესაძლოა ვერ იქნას განხილული.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და შერჩევის შემთხვევაში მიეცემათ გამოსაცდელი ვადა - ორი თვე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |