www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში.

ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიული-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი, სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: 1600 ლარი
** სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო ვიზიტების განხორციელება ექიმებთან დადგენილი სიხშირის მიხედვით;
** კლინიკების და ექიმების ბაზის შექმნა და საჭიროებისამებრ განახლება.
** პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება.
** ახალი კლინიკების, ობიექტების და ექიმების მოძიება და ვიზიტების დაგეგმარება პროდუქციის გაცნობის და შეთავაზების მიზნით.
** გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო ან მონათესავე მიმართულებით
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად - მათ შორის საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის კუთხით, ტრენინგების გავლით;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს/გააჩნდეს გამართული მეტყველების უნარი.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** კრეატიული
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) - ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |