www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: VIVO Medical Group
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"ვივო მედიქალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება"Vivo Medical Group" დაფუძნდა. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო, ჟორდანიას კლინიკა.

ჯგუფის ქვეშ გაერთიანებულ კლინიკებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2000 ადამიანამდეა.

"Vivo Medical Group"-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას, შემდგომ კი ზრუნვას მათ კარიერულ განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე.

ამჯერად, გუნდში ვეძებთ ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტს:

ფუნქცია/მოვალეობები:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** ყოველთვიური ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტირების პროცესის მონიტორინგი;
** ფინანსური მონაცემების ანალიზი და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** წლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა;
** ფინანსური პერიოდის დახურვაში მონაწილეობა;
** აუდიტის პროცესში ჩართულობა;
** სპეციალური რეპორტების მომზადება მენეჯმენტთან წარსადგენად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - კონცენტრაცია ფინანსები;
** სასურველია არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, ანალიზის, და/ან აუდიტის მიმართულებით;
** კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობად;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft PowerPoint -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.

მდებარეობა: დიღომი, ლუბლიანას 15ა
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ. 09:30-18:30
ანაზღაურება: 1500-1800 ლარი (Net), განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |