www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი, ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: BS Metal Group
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

კომპანია "BS METAL GROUP" -ის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა და იმპორტი საქართველოში.

ჰიპერმარკეტი BS Metal Group აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე ქ.ბათუმში:

ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
ბუღალტრის დამხმარე.

1. ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი

მოვალეობები:

** ონლაინ რეჟიმში ჩართულ კამერებთან მუშაობა, ჩანაწერის კონტროლი და ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტზე თანამშრომლების და ვიზიტორების ქმედებების კონტროლი
** წესრიგის დამრღვევი ან დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და რეაგირება უფლებამოსილების ფარგლებში;
** საქონლის დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში შეუსაბამობის გამოვლენა;
** უზრუნველყოს ობიექტზე, თანამშრომლების მხრიდან, შინაგანაწესით განსაზღვრული (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება) ნორმების, დაცვის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნა:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** დეტალებზე დაკვირვებული
** პასუხისმგებლიანი
** დისციპლინირებული
** მოწესრიგებული

2. ბუღალტრის დამხმარე

მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) საჭიროების მიხედვით მომზადება, მოწესრიგება და ბუღალტერზე გადაცემა;
** ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრად (დამხმარედ) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, და განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა - (ჩაითვლება უპირატესობად)

აუცილებელი უნარები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ანაზღაურება - შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი - სრული
ანაზღაურება - შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით

CV გამოაგზავნეთ მეილზე: bsmginfo@gmail.com

გამოგზავნის დროს სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ რომ "შპს BS METAL GROUP" -მა 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |