www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.nikorasupermarket.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი ფილიალებისათვის ფართების მოძიება;
** უძრავი ქონების იურიდიული და ფიზიკური მდგომარეობის დადგენა;
** უძრავ ქონებაზე დამატებითი ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი შიდა ანგარიშის მომზადება;
** დამტკიცებული პროექტების შემდგომი განხორციელება შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი;
** უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებისა და ფასების ცოდნა;
** სასურველია ექსპერტ-შემფასებლად მუშაობის გამოცდილება (უძრავი ქონების სააგენტოში, საფინანსო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქსელის განვითარების სპეციალისტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |