www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: პოლიგრაფისტი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

სს "პოლიგრაფსტი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სარემონტო სამუშაოთა მწარმოებლის (პრარაბი) პოზიციაზე.

სს "პოლიგრაფისტის" საქმიანობის სფეროებია: პოლიგრაფია (1910 წლიდან), სარემონტო მასალებით ვაჭრობა (1994 წლიდან), საღებავების წარმოება (2001 წლიდან), საინვესტიციო საქმიანობა (2004 წლიდან), მშენებლობა (2005 წლიდან), ავეჯის წარმოება (2008 წლიდან), ლითონ ნაკეთობების წარმოება (2008 წლიდან). სს "პოლიგრაფისტი" 2005 წლიდან აქტიურად ნერგავს ხარისხის მართვის აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და მართვის თანამედროვე სისტემებს.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://poligrafisti.ge/

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის 91
** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00; შაბათი:10:00-12:30)
** ანაზღაურება: 1200-2000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** რესურსების სწორად განაწილება;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო კომპანიაში, მსგავს პოზიციაზე;
** მშენებლობაში გამოსაყენებელი მასალების ნორმებთან შესაბამისობის დადგენის უნარი;
** ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგი ელფოსტის მისამართზე hr@poligrafisti.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სამშენებლო სარემონტო სამუშაოთა მწარმოებელი".

ტელ.: +995 599 36 06 00



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |