www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ექსპერტო
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "ექსპერტო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://experto-international.com/

ვაკანსია: ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: თბილისი (მთაწმინდის რ-ნი)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 1200-1500 (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული
ასახვა;
** გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების,
მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და სხვ. კლიენტებთან გაფორმების
უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** სალაროს ნაშთის კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურში კვარტალური, ყოველწლიური და სხვა
კითხვარების შევსება და გადაგზავნა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** აღნიშნული პოზიციის შესაბამისი სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (1C, BDO Balance);
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2 დონე);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტიანად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: hr@experto-international.com და "თემის" გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |