www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების პერსონალი
მომწოდებელი: ბიოქიმფარმი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"ბიოქიმფარმი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების პერსონალის პოზიციაზე.

"ბიოქიმფარმი" ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე 1999 წელს და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, "ბიოქიმფარმის" მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://biochimpharm.ge/ ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/biochimpharm

ფუნქცია-მოვალეობები:

** სანიტარული ნორმების დაცვით საწარმოო და ლაბორატორიული სათავსების დალაგება წინასწარ გაწერილი პროცედურების მიხედვით;
** სათავსებიდან ნარჩენების შეგროვება და გატანა;
** დასუფთავების ინვენტარის და დასუფთავების საშუალებების მართვა;
** პერსონალის სპეცტანსაცმლის მართვა;
** სხვა განყოფილებებთან შეთანხმებული მოქმედება და განყოფილებების საჭირო სპეცტანსაცმლით და სხვა სახარჯი მასალების მომარაგება და სათავსების დასუფთავება;
** რეგულარული დასუფთავების გრაფიკში მონაწილეობა დადგენილი დასუფთავების SOP-ების მიხედვით;
** საწყობში გარემო პირობების მონიტორინგი შესაბამისი სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** სასურველია ფარმაცევტულ წარმოებაში ან სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** საშუალო სკოლის დიპლომი;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** დახურულ სივრცეში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |