www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Meama Collect-ის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"მეამას" გუნდში "Meama Collect"-ის ხელმძღვანელს ვეძებთ, რომელიც იზრუნებს ახალი კონცეფციის თეიქევეი ობიექტის განვითარებასა და ეფექტურ მუშაობაზე.

"მეამა ქოლექთი" არის ახალი კონცეფციის თეიქევეი ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც "მეამას" კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავასა და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილებს. "მეამაში" ჩვენი მთავარი საქმიანობა კაფსულის ყავის და ჩაის შექმნა და საქართველოში ინოვაციური პროდუქტების დანერგვაა. გვსურს, ახალი მიდგომებით შევცვალოთ ყავის საუკუნოვანი ტრადიცია და შევქმნათ პროგრესი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. "მეამა ქოლექთის" ობიექტები ფუნქციონირებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.

ამ პოზიციის ძირითადი მოვალეობებია:

** "მეამა ქოლექთის" განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** "მეამა ქოლექთის" ობიექტების მართვა და მონიტორინგი
** ქოლექთებში მიმდინარე ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა და კოორდინაცია, მათ შორის, პერსონალის ოპერაციების მონიტორინგი
** "ქოლექთის" ბიუჯეტის განსაზღვრა და კონტროლი
** "ქოლექთის" გუნდის ეფექტური მართვა

"მეამა ქოლექთის" მენეჯერი პასუხისმგებელია:

** ქოლექთებში მიმდინარე ყოველდღიურ სალარო ოპერაციებსა და შესაბამის უსაფრთხოების ზომებზე
** რისკებისა და პრობლემების იდენტიფიცირებასა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელებაზე
** თანამშრომლებისთვის კომფორტული და პროდუქტიული სამუშაო გარემოს შექმნაზე
** მომხმარებლის მომსახურების შესახებ დადგენილი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი
** მომგებიანობის მაქსიმიზაცია და გაყიდვების მიზნების დასახვა/მიღწევა

"მეამა ქოლექთის" ხელმძღვანელს ვეძებთ შემდეგი გამოცდილებითა და ცოდნით:

** F&B სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია სალარო ოპერაციებისა და შესაბამისი პროგრამების ცოდნა
** გუნდის მართვის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე, სასურველია ინგლისური ენა
** განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ოპერაციების მენეჯმენტის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენი გუნდი გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებად სამუშაო გარემოს არომატულ ყავასთან ერთად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@meama.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |