www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის ტექნიკოსი
მომწოდებელი: Kärcher
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისსა და ბათუმში, იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას სერვის ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ზუგდიდი;
** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი ;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 (შაბათ-კვირა დასვენება).

სერვის ტექნიკოსის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა;
** სერვისში შემოსული ტექნიკის ანალიზი და შეკეთება;
** ელექტრო ტექნიკისა და მაღალი წნევის აპარატების შეკეთება;
** ტექნიკოსისთვის გამოყოფილი ხელსაწყოების, დანადგარების მოვლა - პატრონობის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ტექნიკური ცოდნა ელექტრობის, სანტექნიკის, გაგრილების სისტემების მიმართულებით;
** ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Tatia.Machitidze@ge.kaercher.com და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება,
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |