www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმრიცხველი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას აღმრიცხველის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ექსელში მუშაობის გამოცდილება;
** სხარტი აზროვნება, დავალებების ოპერატიულად შესრულების უნარი;
** დროის მენეჯმენტი, სამუშაოს დაგეგმარების, პრიორიტეტების განსაზღვრის გამოკვეთილი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** ბიუჯეტების, გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება, ინფორმაციის შეგროვების დონეზე;
** მოწოდებული ინფორმაციის სორტირება, ასახვა Excel-ში;
** პირველადი დოკუმენტების კორექტულად შედგენის ანალიზი (დამტკიცებული წესების მიხედვით);
** ინფორმაციის მოპოვება, დახარისხება, მარტივი რეპორტების შედგენა;
** ხელმძღვანელის დავალებების დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებისთვის გადაცემა, შესრულების კონტროლი;
** პრიოდული ინვენტარიზაციაში და კონტროლის სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება (მივლინებები რეგიონებში).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "აღმრიცხველი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 18 დეკემბერი

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |