www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომპლაენს ოფიცერი
მომწოდებელი: ჯორჯიან კაპიტალი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას კომპლაენს ოფიცრის პოზიციაზე.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი" წარმატებულად საქმიანობს ქართულ საფინანსო ბაზარზე 2009 წლიდან. პროფესიონალთა გუნდის მეშვეობით ორგანიზაცია სთავაზობს თავის მომხმარებელს მაღალი დონის კვალიფიციურ და ოპერატიულ მომსახურებას მის მიერ წარმოდგენილ ორ ფილიაში.

ამ ეტაპზე გვაქვს გამოცხადებული AML კუთხით კომპლაენს ოფიცრის ღია ვაკანსია.

ლოკაცია: თბილისი
სამუშაო საათები - 9:00-18:00
დასვენების დღეები - შაბათი, კვირა.
ანაზღაურება - გამოცდილების შესაბამისი.
ბენეფიტი - ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - იურიდიული
** სამუშაო გამოცდილება AML კუთხით კომპლაენს ოფიცრის პოზიციაზე, არანაკლებ 1 წლისა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია, ინგლისური - სასურველი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის/კლიენტის რისკის დონის განსაზღვრა;
** კომპანიის მიერ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო შესაბამისობის პოლიტიკის განხორციელება;
** AML-ის უახლესი რეგულაციებისა და კანონების დაცვა;
** კომპანიისთვის ფინანსური დანაშაულებისგან დამცავი ზომების მიღება;
** საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენა და მოხსენება;
** საქართველოს ეროვნულ ბანკთან AML კუთხით თანამშრომლობა და ურთიერთობა, დებულებების, ბრძანებების, სიახლეების შესახებ ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენება და მოთხოვნების ორგანიზაციის საქმიანობაში განხორციელება
** საჭიროების შემთხვევაში იურიდიული საკითხების მოგვარება და კონსულტაციის გაწევა;
** საკრედიტო და სხვა ხელშეკრულებების გადამოწმება და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

პირადი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** პუნქტუალობა,
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: d.kvernadze@georgiancapital.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |