www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საქმისწარმოების სპეციალისტი
მომწოდებელი: გურამ თავართქილაძის სახ. სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი", რომელიც 2008 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს უმაღლესი განათლების სფეროში აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა;
** დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების ზოგადი წესის დაცვის კონტროლი;
** სასწავლო უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში ადრესატებისთვის გადაცემა;
** ხელშეკრულებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
** დოკუმენტების ასლების დამოწმება;
** კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მომზადება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდების მიზნით;
** დიპლომის/დიპლომის დანართის სათანადო წესით აღრიცხვა/გაცემა;
** სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** დოკუმენტბრუნვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; ცოდნა
** სასურველია ელექტრონული სისტემა E-Flow-ს ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი);
** მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@gttu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: http://www.gttu.edu.ge

შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |