www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

შპს "Construction service" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული.
** სამუშაო ადგილი: რუსთავი
** ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები:

** კორესპონდენციის მიმოქცევის უზრუნველყოფა;
** საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში;
** მიღება/შეხვედრების ორგანიზება;
** დირექტორის მიერ დავალებული საქმეების აღრიცხვა; მონიტორინგი, რეპორტინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული СV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@cs.ge 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |