www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

"დრესაპ ჯგუფი" 28 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Tommy Jeans, Lacoste, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas, CK და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 50-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ბათუმსა და რუსთავში. ასევე, ონლაინ მაღაზიით Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ზუგდიდში.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება 1200 -1400 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (7 ან 8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება));
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** მაღალი ანაზღაურება;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** კორპორაციული ფასდაკლება პროდუქციაზე;
** 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი "დრესაპის" ვაუჩერი;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** პროდუქციის გაყიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressup.ge 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კონსულტანტი - ზუგდიდი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |