www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვაციის აგენტი
მომწოდებელი: სასტუმრო Grand Gloria
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

"Grand Gloria" გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.

მიმდინარე 2021 წელს იგი დასახელდა ბათუმის საუკეთესო ზღვისპირა 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ Global Tourism Awards-ის მიერ. ჩვენი გუნდი აერთიანებს 150-მდე პროფესიონალს.

სასტუმრო "Grand Gloria" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის აგენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2
ანაზღაურება: 800-1000 ლარი (კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად)
ენები: ინგლისური, რუსული

ვის ვეძებთ ჩვენ:

ჩვენ ვეძებთ ახალი გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

** აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** არის როგორც გუნდური მოთამაშე ასევე ლიდერი;
** აქვს ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.

მოვალეობები:

** შეეგებოს და მიესალმოს სტუმრებს;
** ადმინისტრირება გაუწიოს ჯავშნებს, ჯავშნის გაუქმებას და არგამოცხადებას კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
** განახორციელოს სტუმრების ოთახში განთავსებისა და ოთახიდან გამოსვლის პროცედურები;
** იმუშაოს სასტუმროს მართვის სისტემაში;
** უპასუხოს და გადაამისამართოს შემოსული სატელეფონო ზარები;
** შეასრულოს სხვადასხვა სამდივნო ფუნქცია;
** უზრუნველყოს რეცეფციის წესრიგი.

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენა: ინგლისური, რუსული;
** MS Office-ის და Fidelio-ს საფუძვლიანი ცოდნა;
** კლიენტთა მომსახურებისა და კომუნიკაციის გამორჩეული უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@grandgloria.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |