www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

"ასპ-გრუპის" ერთ-ერთ საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის სათადარიგო ნაწილების იმპორტი და მათი რეალიზაცია. კომპანიას 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://myhh.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით კომპანიის სარეალიზაციო/სასაწყობე ობიექტების მატერიალური ფასეულობების გეგმური/არაგეგმური ინვენტარიზაცია;
** ინვენტარიზაციის შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
** იმპორტირებული და ადგილობრივად შეძენილი საქონლის დასაწყობების პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
** მაღაზიათა ქსელში საქონლის განლაგების სტანდარტების დანერგვა და კონტროლი ნაშთების კონტროლის მიზნით;
** პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მონაცემების დამუშავება ხდება ექსელში)
** სავალდებულოა მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ანაზღაურება:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1000-1500 ლარამდე (გაიზრდება ეტაპობრივად)
** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: 1500 ლარი + პრემია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2022 წლის 20 დეკემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |