www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: გურამ თავართქილაძის სახ. სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი", რომელიც 2008 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს უმაღლესი განათლების სფეროში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები და სავალდებულო კომპეტენციები:

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქართველოს კანონმდებლობასთან სასწავლო უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
** სასწავლო უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების, მათში შესატანი ცვლილებების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის კონსულტირება სამართლებრივ საკითხებზე;
** კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო უნივერსიტეტში შემოსული ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვაში მონაწილეობა;
** სამსახურის უფროსის მიმდინარე დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით/განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც
** სასურველია სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით.
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** უცხო ენები: ინგლისური (სასურველია B2 დონე და ფინანსური ტერმინოლოგიის ცოდნა) საერთაშორისო სამართლის ცოდნა (სასურველია)
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა (სასურველია)

საჭირო უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@gttu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: http://www.gttu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |