www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ფროფერთი მენეჯმენთ
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

კომპანია "ჯორჯიან ფროფერთი მენეჯმენთ", უძრავი ქონების მართვის კომპანიაა, რომელიც ფლობს და მართავს საოფისე და კომერციულ ქონებებს.

ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ და შრომისმოყვარე თანამშრომელს ბიზნეს ცენტრის ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** ოფის მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook;)
** სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნეს ცენტრის სტუმრების დახვედრა და მოიჯარეებთან დაკავშირება
** ტელეფონის ზარებზე პასუხი
** უშუალო ხელმძღვანელთან ყოველდღიური კომუნიკაცია ბიზნეს ცენტრში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
** ორგანიზაციებთან (მოიჯარეებთან) კომუნიკაცია
** შენობის ტექნიკური საკითხების მოსაგვარებელი პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი (შესაბამის სამსახურთან ერთად)
** ბიზნეს ცენტრის საჭირო ინვენტარით მომარაგება
** დასუფთავების და უსაფრთხოების სამსახურის მონიტორინგი
** ბიზნეს ცენტრის გამართული სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@georgianproperty.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |