www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Wishlist
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - "ვიშლისთი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი

ფუნქცია/მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
** ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 700 ლარი + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით 100-დან 550 ლარამდე.
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
** მზარდი ანაზღაურების სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
** ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge გთხოვთ, "subject"-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საცალო გაყიდვების სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |