www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

მისამართი: გრიგოლ ლორთქიფანიძის 13 გ
გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა - აუცილებელია
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** მერჩენდაიზინგის პროცესის დაგეგმვა და შემუშავება;
** ყოველდღიურად ქსელურ ობიექტებზე ვიზიტი განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად;
** პროდუქციის განსათავსებლად გამოყოფილ ადგილზე პროდუქციის რაოდენობის კონტროლი, ვადებისა და ფასების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტის საწყობში პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის კონტროლი;
** ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის მოთხოვნის შესაბამისად.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მერჩენდაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |