www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადგილზე მიტანის სამსახურის ვაიზერი
მომწოდებელი: ჩემო კარგო
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

რესტორნების ქსელი "ჩემო კარგო" აცხადებს ვაკანსიას ადგილზე მიტანის სამსახურის ვაიზერის თანამდებობაზე.

"ორიგინალი ჯგუფს" გააჩნია საქმიანობის 16 წლიანი ისტორია, აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს, ასევე ადგილზე მიტანის სამსახურს, ლუდის საწარმოს, ბანკეტების და ალა-ფურშეტების მოწყობის სერვისს, ნახევარფაბრიკატების საწარმოს.

ვაკანსიის ლოკაცია: თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილი 25.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს და კონკურენტულ ანაზღაურებას;
** განვითარების შესაძლებლობას;
** პერსონალის კვებას;
** დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** რესტორანში შემოსული შეკვეთების ორგანიზება (შეკვეთების ჩაწერა, გაშვება სალაროსთან, მოლარესთან მუდმივი კომუნიკაცია, სამზარეულოსთან და საცხობთან მუდმივი კონტაქტი, კურიერებისთვის შეკვეთების გადანაწილება);
** კერძების ვიზუალის კონტროლი გაშვებამდე;
** სტარტი-სტოპის კონტროლი;
** ქეშად გადახდის შემთხვევაში გლოვოს კურიერის გაკონტროლება (გაასწორა თუ არა კურიერმა სალაროსთან ანგარიში შეკვეთის წაღებამდე).

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელფოსტაზე hr@originali.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |