"ლელო" აცხადებს ვაკანსიას ეზოს დასუფთავების თანამშრომლის/მეეზოვეს თანამდებობაზე.
პირდაპირი დაქვემდებარება: ტექნიკური მენეჯერი
სამუშაოს აღწერილობა: ტერიტორიაზე არსებული სველი წერტილების, ავტოსადგომების დალაგება, ზოგადად საწყობების მიმდებარე ტერიტორიაზე სისუფთავის კონტროლი.
ძირითადი ფუნქციები:
** საწყობის მიმდებარე ეზოს დალაგება;
** ტერიტორიაზე არსებული შენობებისა და საერთო მოხმარების სველი წერტილების დალაგება;
** სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდგომ ტერიტორიის დალაგება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
შენიშვნა: კონკრეტული უფლება-მოვალეობები აღნიშნული პოზიციისთვის ასევე გაწერილია კომპანიის მიერ დამტკიცებულ პროცედურებსა და ინსტრუქციებში;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hr@ware-house.ge. შეტყობინების "subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან დაგვირეკეთ ნომერზე 0 32 2 907 709.