კომპანია "IZI BOX"-ი აცხადებს ვაკანსიას HR გენერალისტის პოზიციაზე.
"IZI BOX"-ი არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს, საქართველოს მასშტაბით. "IZI BOX"-ი დიდი გამოცდილებით გამოირჩევა ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://izibox.ge/
რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობა:
** თანამშრომლის შერჩევის პროცესების კოორდინაცია - ვაკანტური პოზიციების განცხადებების განთავსება, შემოსული მომართვიანობის დამუშავება, პოტენციური თანამშრომლების სხვადასხვა არხებში მოძიება;
** მოქმედი პერსონალის მონაცემების ადმინისტრირება;
** მომსახურების და შრომითი ხელშეკრულების მომზადება (პირობების წინასწარ დაზუსტება/შეთანხმება), თანამშრომლისთვის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** შვებულების/ბიულეტენის შესაბამისი წესით აღრიცხვა;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროებისამებრ სხვა HR აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
სასურველია:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე 1 წლამდე მუშაობის გამოცდილება.
თუ გაქვს შესაბამისი უნარები, გელით:
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ლინკზე - https://bit.ly/3xcyuTY
წარმატებებს გისურვებთ!