იაპონური რესტორანი "ვასაბი - Wasabi" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
კადრს ვეძებთ ორთაჭალის ან ვაკის ფილიალში დასასაქმებლად.
კომპანია გთავაზობთ: მეგობრულ გუნდში მუშაობას, კარიერულ განვითარებას, აზიური სამზარეულოს მაღალ დონეზე შესწავლის შესაძლებლობას.
ამ ეტაპზე ვეძებთ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ მზარეულებს. აზიურ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
** გრაფიკი: 12:00-23:30 ცვლებში.
** ანაზღაურება: 70-75 ლარი, გამოცდილების შესაბამისად. თვეში 1300-1500 ლარი.
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ღამით ტრანსპორტირებას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, მითითებულ ელფოსტის მისამართზე: info@wasabi.ge და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!