www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური ასისტენტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.

კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული საინტერესო და დინამიური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:

** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება;
** Fit pass.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის აწყობა და განთავსება დარბაზში;
** გაყიდვის შემთხვევაში პროდუქციის დაშლა მომხმარებლისთვის;
** მომხმარებლისთვის შეძენილი პროდუქციის სწორად და უსაფრთხოდ მითვლის/მიწოდების უზრუნველყოფა, პროდუქციის მახასიათებლების შემოწმება, შეფუთვის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, საგარანტიო ფურცლის შევსება;
** საქონლის მიღების პროცესში ტვირთის გადაადგილების უზრუნველყოფა;
** საწყობიდან პროდუქციის შესაბამის სექციებში გადაადგილება ან პირიქით;
** სექციების შევსების პროცესში ცარიელი შეფუთვის ყუთების, პალეტების და სხვა ტვირთის ოპერატიულად გატანა;
** გაყიდული პროდუქციის შეფუთვა და საჭიროების შემთხვევაში სალარო ზონასთან განთავსება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით აღნიშნულ ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |