www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეცეფციის თანამშრომელი
მომწოდებელი: Clocks Hotel Tbilisi
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"Clocks Hotel" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის (მიმღები-ადმინისტრატორის) პოზიციაზე.

"Clocks Hotel Tbilisi" გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: 12 საათიანი ცვლები, 4 დღე მუშაობა, 4 დღე დასვენება
თვიური ხელფასი: 1125 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მეგობრული მიღება-განთავსება;
** პროგრამა FINA -ში სტუმრის შესახებ ინფორმაციის შეყვანა;
** ჩამომსვლელი/ახალი სტუმრების სიის ყოველდღიური შემოწმება;
** სტუმრების მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი რეაგირება; მათ კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად;
** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება უმოკლეს ვადაში
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება კომპანიის სტანდარტ შესაბამისად;
** ფლობდეს განახლებულ ინფორმაციას სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, რათა შეძლოს სტუმრებისთვის მისი კომპეტენციის ფარგლებში სტუმრების მიღება - განთავსება;
** დანაკარგების თავიდან აცილება სათანადო კრედიტ პოლიტიკის განხორციელების გზით და კომპანიაში დანერგილი Cash policy - ის შესაბამისად მოქმედება
** ცვლების გადაბარება კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად
** სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის რეპორტების გამზადება/მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;

კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: career@chm.ge და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 6 თებერვალი.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |