www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ფიტნეს დარბაზი რეფორმა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

სპორტული დარბაზების ქსელი - "რეფორმა" რომელიც ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს გთავაზობთ ორ განახლებულ ფიტნეს ცენტრს ორთაჭალის და გლდანის ლოკაციებზე. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოების და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, სპინინგი, პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებით და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონემენტებით.

ჩვენი მიზანია - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვით, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება. არსებული ქსელის რებრენდინგისა და გაფართოების პროცესში ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს - ფილიალის მენეჯერის პოზიციებზე.

მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების ხელმძღვანელობა და სამუშაო გრაფიკის მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** დარბაზში ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** დარბაზში ჰიგიენის და წესრიგის კონტროლი;
** პროდუქციის შეკვეთა/მიღება/ნაშთების კონტროლი;
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების კონტროლი;
** ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** კომპანიის დაგეგმილი აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტების წარმოება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური/რუსულის ცოდნა;

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;

გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hrreform22@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფილიალის მენეჯერი" და თქვენთვის სასურველი ფილიალი (ორთაჭალა ან გლდანი).

CV-ის მიღების ბოლო ვადა - 12 თებერვალი.

დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |