შპს "ელვარე" (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე
ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ (მათ შორის 7000 კვ.მ. საწარმოო, 1 700 კვ.მ. სასაწყობე) ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 7 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და საქართველოში ლიდერი პოზიციების დაკავება.
ვეძებთ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელიც ზედმიწევნით შეასრულებს საწყობის სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობებს.
რას გააკეთებ?
** წარმოებული პროდუქციის საწყობში მიღება და ფიზიკურად განთავსება;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება/გაცემის უზრუნველყოფა;
** სადისტრიბუციო მანქანების დატვირთვა ზედნადებების მიხედვით;
** საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ავტოდამტვირთველის მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
გეძებთ შენ, თუ გაქვს:
** ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია;
** ხართ პუნქტუალური, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: info@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.