შპს "ელვარე" (https://www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.
ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ (მათ შორის 7 000 კვ.მ. საწარმოო, 1 700 კვ.მ. სასაწყობე) ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 7 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და საქართველოში ლიდერი პოზიციების დაკავება.
ვეძებთ შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობიან და ენერგიულ ადამიანს, რომელსაც აქვს როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი.
რას გააკეთებ?
** საწარმოო შეკვეთის მიხედვით დანადგარის მომზადება;
** საწარმოო დანადგარის უწყვეტად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საწარმოო დანადგარისთვის გამოყოფილი ინვენტარის/ნედლეულის მართვა;
** საწარმოო ინსტრუქციისა და სამუშაო სტანდარტის მიხედვით პროდუქციის დამზადება;
** საწარმოო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულყოფილად შევსება.
სასურველია:
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
** ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება;
გეძებთ შენ, თუ გაქვს:
** ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია;
** ხართ პუნქტუალური, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი.
სამუშაო პირობები:
** საწყისი ხელფასი: 1000 ლარი;
** კვება/ტრანსპორტირება;
** სამ თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ქვემო ალექსეევკის დასახლება.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.