www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების ხარისხის სტანდარტიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

"თეგეტას" გუნდში ვეძებთ მომსახურების ხარისხის სტანდარტიზაციის სპეციალისტს.

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

ძირითადი მოვალეობები:

** ფრონტის ხაზის თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაკვირვება (თბილისსა და რეგიონში);
** წინასწარშემუშავებული ფორმის მიხედვით თითოეული თანამშრომლის შეფასება (თბილისსა და რეგიონში);
** ინდივიდუალური უკუკავშირის მიცემა ფრონტის ხაზის თანამშრომლისთვის წინასწარ; შეთანხმებული ინსტრუქციის მიხედვით (თბილისსა და რეგიონში);
** ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
** სიახლეების და იდეების ინიციირება;
** პოზიციასთან მომიჯნავე სხვა დავალებების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი;
** ენები: ქართული - ძალიან კარგი, რუსული - საშუალო, ინგლისური - საშუალო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. ისარგებლებ სამედიცინო დაზღვევითა და "თეგეტას" თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კორპორაციული შეთავაზებებით.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=617

იმედია მალე შევხვდებით,

საუკეთესო სურვილებით, "თეგეტა"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |