www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის ჯგუფის მენეჯერი
მომწოდებელი: ლასარე
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "Lasare" რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას სერვისის ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატს ვთავაზობთ:

** სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 წთ დან-19:00 სთ მდე
სამუშაო ადგილი: ქ თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, კომპანიის კუთვნილი გარე პერიმეტრის სრული მონიტორინგი;
** ავტოსამრეცხაოს და ავტოპარკინგის სამუშაო პროცესის ზედამხედველობა;
** ობიექტებზე განლაგებული სასაშვო სისტემის, შლაგბაუმების, პარკინგის სალარო აპარატების, ელექტრომობილის დამტენი მოწყობილობების, სამრეცხაოს და სხვა დანადგარ-მოწყობილობების შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საქმიანობის შესრულება;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერი რეაგირების მოხდენა და პრობლემის მოგვარებამდე სრული ჩართულობა;
** სამუშაო ადგილზე სამუშაო განრიგის და წესრიგის დაცვის კონტროლი;
** ავტო მრეცხავების საქმიანობის და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** მომხმარებლების მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიის შემთხვევაში მისი დროული განხილვა პერსონალთან და ხელმძღვანელობასთან ერთად და პრობლემის მოგვარების გზების დანერგვა;
** ავტოსამრეცხაოს სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ავტოსამრეცხაოს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო სახარჯი მასალების დაკვეთა, მიღება, დასაწყობება, ნაშთების კონტროლი და სისტემური ასახვა;
** შეკეთებულ და შესაკეთებელ მოწყობილობებზე რეპორტის წარმოება;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროცესებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პირის ინფორმირება;
** კომპანიის სახელით მოლაპარაკებებში და გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა, შეთავაზებების მომზადება, გაზიარება, კომპანიის და კერძოდ ავტოსამრეცხაოს სერვისის ცნობადობის ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა;
** ანგარიშვალდებულება უშუალო ხელმძღვანელის წინაშე;
** კომუნიკაციის წარმოება კომპანიის ოფიციალური მეილის და კორპორაციული ტელეფონის მეშვეობით;
** არასტანდარტული შემთხვევების ანგარიშის, უსაფრთხოების მართვის და რეპორტინგის სისტემის მხარდაჭერა;
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, სასაუბრო დონეზე;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

პასუხისმგებლობები:

** მომსახურებაზე და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** დაკისრებული ფუნქციების ხარისხიანად და დროულად შესრულება.

უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** დისციპლინირებულობა.

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |