www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტვირთამწის მძღოლი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ტვირთამწის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40;
ანაზღაურება - 1200 ლარი;
ტრანსპორტირება - მ/ს სამგორიდან;

ფუნქციები:

** ტვირთამწის მართვა საქონლის დატვირთვის/ჩამოტვირთვის/გადაადგილების მიზნით;
** პალეტებზე განთავსებული საქონლის ჩამოტვირთვა სატვირთო ავტომანქანიდან და საწყობის ტერიტორიაზე განსაზღვრულ ადგილას განთავსება ტვირთამწის მეშვეობით;
** საწყობის ტერიტორიაზე საქონლით დატვირთული პალეტების გადაადგილება და განსაზღვრულ ადგილზე განთავსება;
** ამგროვებელთა ჯგუფისთვის პროდუქციის მარაგების საჭიროებისამებრ შევსება, ინსტრუქციის შესაბამისად;
** ტვირთამწის ტექნიკური გამართულობის კონტროლი.

მოთხოვნები:

** საშუალო ან ტექნიკური განათლება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - " ტვირთამწის მძღოლი" რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა ან დაგვიკავშირდით: 577 30 59 11 / 577 34 93 30.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანია ფუდსერვისში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ფუდსერვისის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |