სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტების ოპერატორის თანამდებობაზე ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გრ. ლორთქიფანიძის 15ა (ყოფილი კაიროს ქ.).
"დასტა რექორდს მენეჯმენტი" ("დასტა") არის არქივის აუთსორსინგის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.
სამუშაოს საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00სთ.
სამუშაოს აღწერა:
** მონაწილეობა სკანირებისა და დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება და დახარისხება, დასკანერებული დოკუმენტის სპეციალურ პროგრამაში ატვირთვა;
** დოკუმენტების კატალოგების შედგენა, დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება, დახარისხება;
** მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით, ყუთებში დოკუმენტების მოძიება, მათი საჭიროებისამებრ დასკანერება და დროულად მიწოდება;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა ელ. ფოსტის საშუალებით;
** მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;
** სხვა ადმინისტრაციული ვალდებულებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** სწრაფი და აკურატული ბეჭდვითი უნარი;
** სასურველია უცხო ენების ფლობა;
** მოწესრიგებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
პიროვნული უნარები:
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დასტა გთავაზობთ:
** მხიარულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@drm.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "დოკუმენტების ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.