კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების მომსახურება აფთიაქში;
** ფარმაცევტული კონსულტირება;
** რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა;
** სამკურნალო და ფარმაცევტული საქონლის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
** პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
** ცოდნის ამაღლება, ტრენინგებსა და ტესტირებებზე დასწრება
პიროვნული თვისებები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსთან ერთად. სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს: http://vacancy.psp.ge/vacancy/0xbe10ac220b762f0411ecf3a953bc050e
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 27 იანვარი.