კლასტერ ფინანსური კონტროლიორი პასუხისმგებელია რედისონ ქოლექშენ წინანდლის, პარკ ჰოტელის და რესპუბლიკის ობიექტების ცენტრანგარიშებზე და ფინანსურ კონტროლზე.
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს სასტუმროს ფულადი ინვენტარის ეფექტური შენარჩუნება, კრედიტის, შემოსავლის, გადასახადების, დეპოზიტებისა და გზავნილების კონტროლის საშუალებით.
** მოამზადოს საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია, გააკონტროლოს ფულის მოძრაობა
** დეტალურად შეისწავლოს ყველა ფინანსური ოპერაცია და გაანალიზოს ისინი ისე, როგორც ამას ცენტრის მენეჯმენტი მოითხოვს
** ყოველთვიურად დარწმუნდეს, რომ ყველა დეპარტამენტში ტარდება აუცილებელი ფინანსური პროცედურები
** გათვალოს ყველა კაპიტალური ხარჯი დამტკიცებული ბიუჯეტირების შესაბამისად
** უზრუნველყოს ფინანსური ბიზნეს გეგმის და ბიუჯეტების ფორმულირება, განხორციელება და მართვა
** შეამოწმოს ფასები და ცვლილებების შემთხვევაში აუცილებლად შეატყობინოს გენერალურ დირექტორს
** უზრუნველყოს მაღალი პროფესიული დონე საკუთარ სამუშაო არეალზე
** უზრუნველყოს ყველა შესყიდვის საბუთების შემოწმება, ისევე როგორც ფინანსური კონტრაქტების
** უზრუნველყოს ფინანსური პროექტების გამართვა და მათი დანერგვა
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ფინანსების სფეროში
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა
** პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის უნარი და დეტალებზე ორიენტაცია
** ინგლისურის საფუძვლიანად ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში:
თუ თქვენი გამოცდილება აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Hr@silkhospitality.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელი სათაურად.
რეზიუმეს ბოლო გამოგზავნის ვადაა 13 თებერვალი, 2023.